|
2018-05-17 16:00:31, 1451 ნახვა
საზოგადოება
„ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის“ ფარგლებში, პირველი ხორცპროდუქტების დეგუსტაცია გაიმართა
„საპარტნიორო ფონდის,“ ქართულ-ესპანური კომპანია „Native Georgian”-ისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ერთობლივი „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის“ ფარგლებში, აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში უნიკალური ჯიშის ქართული ღორის პირველი ხორცპროდუქტებისგან დამზადებული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაცია მოეწყო. უნიკალური ჯიშის ქართული ღორისგან დამზადებული კერძები დარგის სპეციალისტებმა, მეცნიერებმა, კულინარებმა, გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში ცნობილი ესპანური ბრენდის „Deraza Iberico S.L.“-ისა და „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „Native Georgian“-ის დამფუძნებლებმა რეხინო დიაზ დელ რიოსამ და ლუის სანს კასადომ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ. „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი” საქართველოში „იბერიკოს“ ჯიშის ანალოგის, უნიკალური ქართული მთის ღორის მოშენების, ქართული ხამონისა და სხვადასახვა სახეობის ხორცპროდუქტების წარმოების, აგრეთვე მსოფლიო ბაზარზე მისი კომერციალიზაციის ეტაპებს მოიცავს. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, საქართველოში მოძიებული 25 ერთეული უნიკალური ჯიშის ქართული მთის ღორისგან სელექციით სტერილურ პირობებში 500-მდე ღორი მოაშენეს. ესპანეთში ჩატარებული კვლევების შედეგად, დადასტურდა, რომ ქართული მთის ღორი ესპანური „იბერიკოს“ ჯიშის ღორის მახასიათებლებს უტოლდება; მისგან დამზადებული ხამონი და სხვა ხორცპროდუქტები კი უმაღლესი ხარისხის ნაწარმს წარმოადგენს. „საპარტნიორო ფონდისა“ და „Native Georgian”-ის ერთობლივი „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი“ 5-დან 7 წლამდე პერიოდს მოიცავს და 5 ეტაპისგან შედგება. ამჟამად პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის ფერმის მშენებლობას, საქართველოს მასშტაბით ქართული უნიკალური ჯიშის მთის ღორების მოძიებისა და მათ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სპეციალიზებულ ფერმაში გადაყვანის პროცესს მოიცავს. პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 750.000 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 350.000 აშშ დოლარია. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, დაგეგმილია 1200-მდე დედა ღორის მოშენება და ფერმების მშენებლობა საქართველოს 9 რეგიონში. მეორე და მესამე ეტაპი სოციალურ ასპექტს მოიცავს და მთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდას და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ეტაპი ფერმებიდან მოსახლეობისთვის ბუნებრივ პირობებში გასაზრდელად 23 კგ-ზე ზემოთ ღორების გადაცემას ითვალისწინებს. 100 კგ-დან 150 კგ-მდე წონის ღორებს კი კომპანია უკან, ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ ჩაიბარებს. მეოთხე ეტაპი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას და ქართული მთის ღორისგან დამზადებული ხორცპროდუქტების რეალიზაციას ითვალისწინებს. მეხუთე ეტაპი კი ქართული პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის პირველი ფერმის მშენებლობა რაჭაში, სოფელ ღარში მიმდინარეობს. „Deraza Iberico S.L.“-ის შესახებ: ესპანური კომპანია „Deraza Iberico S.L.“ პიონერია იბერიული ღორის ხორცის წარმოებასა და რეალიზაციაში. კომპანიამ შექმნა ახალი ბაზარი ამ სექტორში და დღეს მისი უდავო ლიდერია. „Deraza Iberico S.L.“ თითოეული ღორისგან, დაახლოებით, 600 სახეობის სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის გაყიდვებმა 2017 წლის სტატისტიკური მონაცემებით, 85 მილიონ ევროს გადააჭარბა. „Deraza Iberico S.L.“ მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის, იაპონია, კორეა, სინგაპური, ჰონ-კონგი, მაკაო, ვიეტნამი, გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ბელგია, იტალია და სხვა. „Deraza Iberico S.L.“ არის მსოფლიოში უმსხვილესი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელმაც გასული საუკუნის 20-იან წლებში გადაშენების პირას მყოფი ესპანური შავი ღორის ხორცისგან ცნობილი ხამონის წარმოება დაიწყეს და მსოფლიოში ერთერთი მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქტი შექმნეს.
(NS)
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)