|
2018-05-17 14:40:16, 1601 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: ოჯახი - ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი და ჩვენ შევთხოვთ უფალს, ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახები
ჩვენ ვდღესასწაულობთ ოჯახის სიმტკიცეს. ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნის და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახები, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს განაცხადა. პატრიარქმა მრევლს ამაღლების დღეც მიულოცა და ოჯახის სიწმინდის მნიშვნელობაზე ისაუბრა: "სიხარული გაუგებარია, როცა საყვარელი პიროვნება გშორდება შენ, მაგრამ მოციქულებს მუდამ ახსოვდათ: "მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა, ვიდრე აღსასრულისა". დღესაც მაცხოვარი ჩვენი ჩვენთან არს. მადლობა უფალს დიდი წყალობისთვის. დღეს კიდევ ერთი დღესასწაულია - ჩვენ ვდღესასწაულობთ ოჯახის სიმტკიცეს. ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნის და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახები", - განაცხადა ილია მეორემ. ცნობისთვის, ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 50-ზე მეტმა წყვილმა მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)