|
2018-05-17 13:18:30, 1367 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით აგრარულ უნივერისტეტში შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის საიუბილეო დღეების ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები ანდრო ასლანიშვილი და ლევან მეხუზლა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და ქართული მეღვინეობის განვითარებისთვის 1918-1921 წლების მნიშვნელობასა და დარგში არსებულ თანამედროვე მდგომარეობასა და გამოწვევებზე ესაუბრნენ. აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ვახტან ლეჟავამ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს უნივერსიტეტის ენოთეკა, ლაბორატორიები და მარანი დაათვალიერებინა. დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან, საქართველო რევოლუციებისა და ომებისგან დანგრეული ეკონომიკის აღდგენას შეუდგა, რომლის ერთ-ერთი საფუძველი სოფლის მეურნეობა და მევენახეობა-მეღვინეობის დარგი იყო. ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეღვინეობა-მევენახეობის სწავლების მიმართულებით, რადგან 1920 წელს საქართველოს მევენახეობის მეცნიერულ განვითარებას ჩაეყარა საფუძველი. პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის წლებში, კერძოდ, 1918 წელს შეიქმნა „კახელ მევენახეთა კავშირი", სადაც გაერთიანდა 4 400 წევრი, 1919 წელს გაიმართა ქართველ მეღვინე-მევენახეთა პირველი კონგრესი, 1920 წელს გამოვიდა პირველი ქართული პროფესიული ჟურნალი „ვაზი და ღვინო", ამავე პერიოდში გაიხსნა 4 ღვინის ქარხანა. შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოისმინეს სტუდენტების მოსაზრებები, უპასუხეს აუდიტორიაში დასმულ შეკითხვებს. დასასრულს გაიმართა სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო - ღვინის აკვანი" ჩვენება.
(NS)
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)