|
2018-05-17 12:23:54, 1144 ნახვა
საზოგადოება
41 NGO ბავშვთა ჰომოფობიური ბულინგისა და ძალადობისაგან დასაცავად მთავრობას ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს
"მოვუწოდებთ მთავრობას, ყველა ბავშვისათვის შექმნას გარანტირებულად უსაფრთხო გარემო, რომელიც თავისუფალი იქნება დისკრიმინაციისა და ძალადობისგან, მოახდინოს ჰომოფობიური ბულინგის ეფექტური პრევენცია და აღმოფხვრა, მოზარდების სტიგმატიზირების და გარიყვის თავიდან აცილება, - ამის შესახებ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების კოალიციის განცხადბაშია აღნიშნული. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ძალადობისგან ბავშვთა დაცვა საქართველოში დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ძალადობის ფორმებს შორის ერთ-ერთი მწვავე ფორმა ჰომოფობიური ბულინგია, რომელიც მოიცავს მოზარდების ბულინგს განსხავებული შეხედულებების, გარეგნობისა თუ ქცევის გამო. საქართველოში არ არსებობს ბულინგის (მათ შორის ჰომოფობიური ბულინგის) იდენტიფიცირებისა და დაძლევის ერთიანი მექანიზმი, რომელშიც პრევენციის მიდგომები ფართოდ იქნებოდა გამოყენებული. იდენტობისა და ორიენტაციის გამორკვევის პროცესში მყოფ მოზარდებს, სჭირდებათ განსაკუთრებული თანადგომა ოჯახში, სკოლასა და საზოგადოებაში. ,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“, როგორც ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე 41 ორგანიზაციის ქსელი, გმობს მოზარდის სტიგმატიზაციას გენდერული იდენტობის, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების, ეთნიკური და რელიგიური წარმოშობისა და მიკუთვნებულობის მიუხედავად! ყველა ბავშვს აქვს უფლება, იყოს დაცული და ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ყველა პასუხისმგებელ უწყებას, განახორციელონ ქმედითი ღონისძიებები, რათა: - გადაიხედოს ბავშვთა ძალადობისგან დაცვის ერთიანი რეფერალური მექანიზმი, ისევე როგორც კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რათა მოხდეს მოზარდების ეფექტური დაცვა ჰომოფობიური ბულინგისგან; - განვითარდეს ქართულენოვანი საინფორმაციო რესურსები და ონლაინ პლატფორმები, მშობლებისა და ახალგაზრდებისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის, არსებული თანადგომის მექანიზმებისა და ონლაინ კონსულტაციის მიღებისთვის; - უზრუნველყოფილ იქნეს საჯარო სკოლაში მომუშავე პერსონალის ცნობიერების ამაღლება და პროფესიული გადამზადება ჰომოფობიური ბულინგის იდენტიფიკაციისა და ამ ტიპის ბულინგზე სწორი რეაგირების ფორმების შესახებ; - უზრუნველყოფილ იქნეს სოციალური მომსახურებების, მათ შორის, სოციალური მუშაკებისა და ოჯახის ჩამნაცვლებელი მომსახურებების პერსონალის გადამზადება; - შეიქმნას შესაბამისი კომპეტენციის მქონე ფსიქო-საკონსულტაციო სამსახურები, თემის და სკოლის დონეზე; - დაიწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხანგძლივი კამპანია ჰომოფობიური ბულინიგს რისკებისა და გადაჭრის გზების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: 1. საქართველოს ბავშვები; 2. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია; 3. საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი; 4. გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს ფილიალი; 5. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის6. World Vision საქართველო; 7. პარტნიორობა ბავშვებისათვის8. პირველი ნაბიჯი საქართველო9. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი; 10. ასოციაცია ანიკა; 11. გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში; 12. თანადგომა; 13. საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა"; 14. ლეიკოზიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია; 15. მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის; 16. საქართველოს კარიტასი; 17. სტუდია ეიდისი; 18. ასოციაცია უფლება ჯანმრთელობაზე; 19. ქალთა საინფორმაციო ცენტრი20. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი; 21. მცირე საოჯახო სახლების ასოციაცია; 22. ჩვენი სახლი საქართველო; 23. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT 24. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის; 25. საზოგადოება „ბილიკი“; 26. არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი; 27. კავშირი “იმედიპლიუსი“; 28. ასოციაცია ბავშვი და ოჯახი29. სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია (მშობელთა კავშირი); 30. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი; 31. კავშირი "ორიონი"; 32. ინიციატივა სოციალური ცვლილებებისათვის; 33. რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი; 34. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი; 35. დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია; 36. პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის-პსკ; 37. “ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა”; 38. ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება; 39. ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი; 40. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი; 41. თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის და ადვოკატირების ინსტიტუტი.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)