|
2018-05-17 11:57:33, 2126 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ჩინური კომპანიის „Emeishan Gongping Environmental Technology“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საბურავების გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობის პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს პრეზენტაცია წარუდგინეს და საწარმოს მნიშვნელობის და ფუნქციონირების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გარდა საბურავებისა, საწარმო ნეილონის გრანულების, ფოლადის მძივებისა და რეზინის პროდუქციის გადამუშავებას ითვალისწინებს. სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად ნარჩენი საბურავების რაოდენობა 13 500 ტონას შეადგენს, რომელიც გარემოს მნიშვნელოვნად აბინძურებს. ჩინური კომპანია, საწყის ეტაპზე, 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შეხვედრას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ჩინური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ინ ჩენგი, კომპანიის თანადამფუძნებლები - ვან გდელიანგი და ლი პო ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)