14:43 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 11:43:14, 1323 ნახვა

საზოგადოება
ისნის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით, პროექტების განხორციელება დაიწყო

ისნის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით, პროექტების განხორციელება დაიწყო.

სამუშაოები ოთხ მისამართზე ხუთი ტიპის პროექტს მოიცავს. მათ შორის, მოსკოვის გამზირის N3-ში მდებარე ოთხსადარბაზოიანი საცხოვრებელი კორპუსის ქანობიანი სახურავის რეაბილიტაცია და წყალსაწრეტი მილების შეცვლის სამუშაოები; ვაზისუბნის მე-8 ლეგიონში, III მიკრორაიონის N3 კორპუსში წყალარინების შიდა ქსელის შეცვლა; ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N144-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში დაზიანებული წყალგაყვანილობის ქსელის შეცვლა და ნავთლუღის ქუჩა N24-ში მდებარე N3 კორპუსში წყალარინების შიდა ქსელის შეცვლის სამუშაოები.

გამგეობის მიერ თანადაფინანსებულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ, ხოლო მათი საერთო ღირებულება 75 106 ლარია.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსებული პროექტების მიმდინარე პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობას და ამხანაგობის თავმჯდომარეებს შეხვდა და მათ პროგრამით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე ესაუბრა.

ისნის რაიონში ამავე პროგრამის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით, კიდევ რვა პროექტი განხორციელდება.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმის პოლიტპატიმარმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
ენმ ითხოვს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აზარტული თამაშები აეკრძალოთ
GM PHARMA-მ საერთაშორისო GMP აუდიტი წარმატებით გაიარა
თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics