14:43 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-17 11:29:51, 1566 ნახვა

საზოგადოება
ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

სამებაში საკათედრო ტაძარში ამაღლებისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს.

ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

მსახურების ბოლოს პატრიარქი საყოველთაო ჯვრისწერის დროს ჯვარდაწერილ ოჯახებს დალოცავს. ასევე დალოცავს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობის მონაწილეებს, ერს და პარაკლის გადაიხდის.

ცნობისთვის, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს. წმინდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.

აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმინდას და უბრძანა, იერუსალიმიდან არ წასულიყვნენ.

ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე უფალმა შეკრებილნი აკურთხა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ. მათ შეკრებილებს უთხრეს, რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმის პოლიტპატიმარმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
ენმ ითხოვს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აზარტული თამაშები აეკრძალოთ
GM PHARMA-მ საერთაშორისო GMP აუდიტი წარმატებით გაიარა
თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics