18:02 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 20:40:38, 1644 ნახვა

საზოგადოება
ნინო ჯავახაძე ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს - სტავროს ლამბრინიდის შეხვდა.

შეხვედრაზე ნინო ჯავახაძემ ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკაზე, ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების პოზიტიურ განვითარებას, როგორიცაა: ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული და არასრულწლოვნების მართლმსაჯულება.

სტავროს ლამბრინიდისი მიმდინარე წლის 12 მაისს ღამის კლუბებში განხორციელებული ღონისძიებებითა და 17 მაისთან დაკავშირებით სამინისტროს გეგმებით დაინტერესდა. ნინო ჯავახაძემ სტუმარს დეტალურად გააცნო 12 მაისს კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი შედეგები, ასევე, პოლიციის შესვლამდე უშუალოდ კლუბებში არსებული ვითარება და განხორციელებული საპოლიციო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ 17 მაისს დაგეგმილ მანიფესტაციებთან დაკავშირებით სამინისტროს ხელთ არსებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული მზადყოფნა და ნება, რათა უზრუნველყოფილ იქნას შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლების მშვიდობიან გარემოში განხორციელება.

სტავროს ლამბრინიდისი საქართველოში პირველად იმყოფება. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის ოფისის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics