|
2018-05-16 19:46:32, 1364 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი მოლდოველ კოლეგას ქართულ რეფორმებს აცნობს
რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში; ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის სამართალთან; ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამები; გამჭვირვალე მმართველობა; ელექტრონულ სერვისები; მიღწევები „ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში − ამ და სხვა წარმატებული რეფორმების გასაცნობად საქართველოს მოლდოვის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ესტუმრა. თეა წულუკიანისა და ვიქტორია იფდოტის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. ქართული რეფორმების გარდა, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას სამართლებრივ სფეროში. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები − ალექსანდრე ბარამიძე, გოჩა ლორთქიფანიძე და გიორგი პატარიძე. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, მნიშვნელოვანია მოლდოვასთან მემორანდუმის გაფორმება, რომელიც საერთაშორისო სასამართლოებში მრავალმხრივი გამოცდილების გაზიარებასაც ითვალისწინებს, რადგან ამ ქვეყანამ წარსულში სტრასბურგის სასამართლოში რუსეთთან სახელმწიფოთაშორისი ტიპის დავების გამოცდილება მიიღო. „მოლდოვის იუსტიციის მინისტრის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია, რადგან ორ სამინისტროს შორის ხელი ეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ისეთ თემებზე, როგორიც არის საჯარო სერვისები; მართლმსაჯულების სფეროში ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება; სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოებში გამოცდილების გაზიარება, რადგან მოლდოვას უკვე ჰქონდა წარსულში რუსეთთან სახელმწიფოთაშორისი ტიპის დავები სტრასბურგის სასამართლოში. ჩვენ სულ რამდენიმე დღეში გვექნება ბოლო სხდომა აგვისტოს ომის საქმეზე და აქაც სასაუბრო და ერთმანეთისთვის გასაზიარებელი ბევრია", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. რამდენიმე წელია, მოლდოვა საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმებით ინტერესდება. მიმდინარე წლის აპრილში, კოპენჰაგენში ვიზიტის დროს, საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში თეა წულუკიანი შეხვდა ვიქტორია იფდოტს და ქართული რეფორმების გასაცნობად ის თბილისში მოიწვია. მოლდოვის იუსტიციის მინისტრი საქართველოს სწორედ ამ მიზნით ესტუმრა. მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. თანამშრომლობის დოკუმენტი საქართველოსა და მოლდოვას შორის სამართლებრივ სფეროში ურთიერთობის გაღრმავებას ითვალისწინებს. მათ შორისაა: თანამშრომლობა ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ დონეზე; სასწავლო და კვლევითი პროგრამების და პროექტების ერთობლივი განვითარება და კოორდინაცია; გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება ექსპერტულ დონეებზე. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მოლდოვის იუსტიციის მინისტრი თბილისის იუსტიციის სახლს ესტუმრა. სპეციალურად მისთვის მოწყობილი ტურის ფარგლებში ვიქტორია იფდოტი სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების გაცემის სპეციფიკას გაეცნო. დღესვე საქართველოს და მოლდოვის იუსტიციის მინისტრები ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის მესამე კონგრესს დაესწრნენ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ვიქტორია იფდოტს შეხვედრა აქვს დაგეგმილი სასჯელაღსრულების მინისტრთან, რის შემდეგაც დელეგაცია რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებას მოინახულებს. მოლდოვის დელეგაცია საქართველოს 18 მაისს დატოვებს.
(NS)
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)