|
2018-05-16 18:24:32, 1937 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საკრედიტო - საგარანტიო რეფორმის კიდევ ერთი პრიორიტეტი ქალების ბიზნესაქტივობის მხარდაჭერა იქნება
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს მეწარმე ქალებს შეხვდა. დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბიზნესლიდერთა ფედერაციის წარმომადგენელთა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ქალბატონებმა. აღსანიშნავია, რომ ფედერაციამ განახლებულ ფორმატში პირველი შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართა. შეხვედრას 60-ზე მეტი ბიზნეს ქალბატონი დაესწრო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალის როლს და მნიშვნელობას ეკონომიკაში, მისი გავლენის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სხვ. გაიმართა საკმაოდ აქტიური დისკუსია იმ მხრივ, თუ რა კეთდება საქართველოს ეკონომიკაში, რა ძირითადი გამოწვევები არსებობს და როგორ შეიძლება, ქალებისთვის ბიზნესის განვითარებაში ხელშეწყობა. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფედერაციის წევრებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, ააგრეთვე მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები და მისი შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის ცალკეული სექტორების, მათ შორის, ტურიზმის განვითარებაზე, ასევე ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამებზე. „რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა ქალბატონების მხრიდან. მათ შორის - ერთ-ერთია ფინანსებზე წვდომა იმისთვის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. ამ მიმართულებით ის რეფორმა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ - საკრედიტო-საგარანტიო ფონდის რეფორმა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, ის შეიძლება იყოს მხარდამჭერი, რადგან სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება ბანკებში შეიქმნას სპეციალური პორტფელები ქალბატონებისთვის გასაცემი სესხებისთვის, ისევე როგორც ახალგაზრდებისთვის, რომელიც შემდგომში იქნება თანაუზრუნველყოფილი თუ დაზღვეული სწორედ ამ ფონდის მიერ“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. შეხვედრა წარმატებულად შეაფასეს ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრებმაც. „ეს იყო ძალიან წარმატებული საკომუნიკაციო პლატფორმა“, - ასე შეაფასეს მათ შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილთან. აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და ზოგადად სამინისტროსთან მომავალში სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება.
(NS)
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)