|
2018-05-16 15:55:51, 1604 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ესეების კონკურსის „წიგნიერის“ გამარჯვებულები „თიბისი ბანკმა“ და „საბამ“ დააჯილდოვეს
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი „წიგნიერი" წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა და ელექტრონული წიგნების სახლის "საბას" და თიბისი ბანკის მხარდაჭერით პირველად გასცდა თბილისის ფარგლებს. პროექტში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა ქუთაისიდან და ამბლორაურიდან. დაჯილდოების ღონისძიებაზე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, „წიგნიერის" 3 გამარჯვებული ელექტრონული წიგნებითა და სხვა სიმბოლური საჩუქრებით „საბამ" დააჯილდოვა. კონკურსანტების ნამუშევრები გამოაქვეყნდება saba.com.ge-ზე. ღონსიძიებაზე „წიგნიერის" მონაწილეებს თიბისის პროექტი 'ქართულად' წარუდგინეს, რომელიც მიზნად ისახავს Microsoft-ის კომპიუტერული პროგრამებისთვის ქართული ენის სწავლებას. „წიგნიერის" მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა. პროექტის ფარგლებში, X და XI კლასის მოსწავლეებმა შერჩეული სამი ცნობილი ნაწარმოების მიხედვით ესეები დაწერეს. წელს კონკურსისთვის სამი ნაწარმოები - კნუტ ჰამსუნის „შიმშილი", ალბერ კამიუს „დაცემა", და გურამ რჩეულიშვილის „შპილკა" შეირჩა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)