17:10 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-16 15:49:46, 1142 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის  ეროვნული პროგრამის  (NAHP)  სამეთვალყურეო  ჯგუფის  რიგით  31-ე  შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვეტერინარული კერძო სექტორის, ვეტერინარული განათლების და ცხოველთა  ჯანმრთელობის  ეროვნული პროგრამის (OIE) ინსტრუმენტებით ვეტერინარული სერვისების საქმიანობის შეფასების საკითხებს; ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობისა  და  კონტროლის  კუთხით  განხორციელებულ ღონისძიებებს; ასევე, საქართველოში  დაავადება  თურქულის რისკებზე დაფუძნებულ  სტრატეგიულ  გეგმას.

სურსათის ეროვნული  სააგენტოს,  სამინისტროს  ლაბორატორიის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მიმდინარე აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

„2019 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის დასრულების შემდეგ, ცხოველთა ჯანმრთელობის  ეროვნული პროგრამის  (NAHP) სამეთვალყურეო ჯგუფი მენეჯმენტს სრულად გადაიბარებს. ვფიქრობ, შეძენილი გამოცდილების საფუძველზე, საქმიანობის ეფექტიანად გაგრძელებას შევძლებთ“. - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, ასევე, აშშ-ის  სოფლის  მეურნეობის  დეპარტამენტის  (USDA), საქართველოს საზოგადოებრივ  საქმეთა  ინსტიტუტის  (GIPA), ევროკავშირის ( EU), გაეროს  სურსათის  და  სოფლის  მეურნეობის ორგანიზაციის  (FAO), საფრთხეების  შემცირების  სააგენტოს  (DTRA) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics