|
2018-05-16 14:30:26, 1431 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: ჩვენთვის პროგრესი არის როგორც ლიბერალური, ასევე კონსერვატიული შეხედულების ადამიანების დაცვა
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ "ნაციონალური მოძრაობა" მათი მმართველობის დროს მიღებული ნარკოპოლიტიკის გამო გააკრიტიკა. მდინარაძე 12-13 მაისის აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ყველა მოქალაქის უფლება უნდა დაიცვას, მიუხედავად მისი შეხედულებებისა. "ბატონო რომან არ შემიძლია არ გამოგეხმაუროთ - დრაკონული და სისხლიანი ნარკოპოლიტიკა, რომელმაც ათასობით ადამიანი გამოკეტა ციხეში, აწამა იმ ციხეებში და ამით აიძულებდა თავი დაენებებინათ თითქოს ეს ყველაზე "კეთილშობილური" მიზანი იყო ნარკოტიკების მოხმარებისთვის არის თქვენი შემოქმედება. თქვენი მთელი "მოღვაწეობის" და ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ძალადობა არის თქვენი სტილი, რომელსაც სამწუხაროდ დღესაც ქადაგებთ. თურმე სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ძალადობა იმ მოქალაქეების მიმართ ვინც თქვენ არ მოგწონთ, რეგრესულად თუ მოძალადეებათ გეჩვენებათ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის აბსოლუტურად ყველა მოქალაქე არის იდენტურად გასაფრთხილებელი ვისი აზრიც მოგვწონს ან არ მოგვწონს. თქვენთვის პროგრესი ნიშნავს ყველაზე ლიბერალური ადამიანების მხარდაჭერას და ამით გგონიათ, რომ გადაფარავთ. ჩვენთვის პროგრესი არის როგორც ლიბერალური შეხედულების ასევე კონსერვატიული შეხედულების, ასევე ნებისმიერი დამნაშავისაც კი, უფლებების დაცვა და ასე ვხედავთ მომავალს. თუ ვინმე ძალადობდა იმათმა პასუხი უნდა აგონ, მაგრამ სხვა შემთხვევაში ჩვენ არ უნდა გვითხრან, რომ ეს ხალხი უნდა დავარბიოთ. თუ ამ ყველაფერს სახელმწიფომ ადეკვატური პასუხი გასცა უნდა გადავუხადოთ ძალიან დიდი მადლობა ყველა პოლიციელს, მინისტრს და ასევე ნებისიერ მხარეს მყოფ ადამიანს რომელმაც შეიგნო მოწოდება და პასუხისმგებლობა ეყო რომ წასულიყო სახლში და ესკალაცია არ დაეშვა. არ უნდა მოვითხოვოთ ძალადობაზე ძალადობით პასუხი, როგორც ეს იყო თქვენი ე.წ. მუშაობის დროს. ეს არ არის ხვალინდელი დღე", - განაცხადა მდინარაძემ.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)