|
2018-05-16 10:39:43, 1155 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიას ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 30 მლნ გამოეყოფა
თბილისის მერიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, 30 მილიონი ლარი გამოეყოფა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დამატებითი ფინანსური რესურსი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება. „სახელმწიფო ბიუჯეტში გამოინახა შესაძლებლობა, რომ მერიას უახლოეს დღეებში დამატებით, 30 მლნ ლარი გადმოეცეს, რომელიც ქალაქში ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა, რომლითაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს სთხოვა, აღნიშნული 30 მლნ ლარის ათვისება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდეს. „აღნიშნული თანხა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად იყო განსაზღვრული, მაგრამ მოგვეცა საშუალება, რომ თანხა წელსვე ავითვისოთ. მომავალ წელს ეს 30 მლნ, რომელიც ბიუჯეტი აისახება, სპორტული კომპლექსების მშენებლობაზე დაიხარჯება, რაც ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)