|
2018-05-16 10:04:10, 1364 ნახვა
ეკონომიკა
რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ენერგეტიკის საინვესტიციო პოტენციალზე მოხსენება გააკეთა
ენერგეტიკის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და მის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, განახლებადი ენერგიის მიმდინარე პროექტებსა და განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ კონფერენციაზე “საქართველო - შესაძლებლობების ქვეყანა”, რომელიც Bia Forum-ის მიერ იყო ორგანიზებული. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ფორუმზე მოხსენებები გააკეთეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ, სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა თორნიკე რიჟვაძემ და ბიზნესისა და საჯარო სექტორის სხვა წარმომადგენლებმა. ფორუმის მიზანს წარმოადგენდა რეგიონში საქართველოს ფინანსურ და ბიზნეს ცენტრად პოზიციონირების ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის მიმოხილვა და მეწარმეებისთვის ფინანსირების ხელმისაწვდომი წყაროების გაცნობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საქართველოს გააჩნია აუთვისებელი ჰიდროენერგეტიკული რესურსების დიდი რაოდენობა, ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მხოლოდ 20 პროცენტია ათვისებული. ქვეყანაში არსებული 26,000 მდინარიდან 300 მათგანი იძლევა ჰიდროენერგიის წარმოების შესანიშნავ შესაძლებლობას, წყლის რესურსების წილით ერთ სულ მოსახლეზე საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით მიმდინარეობს ახალი სავაჭრო მექანიზმების განვითარება, ბაზრის ფორმირება, საქართველოს ჩამოყალიბება აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის ენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის ჰაბად. მისი თქმით, განვითარების სტრატეგია ასევე მოიცავს განახლებადი ენერგიის პროექტებში ახალი ინვესტიციების მოზიდვით სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
(NS)
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)