|
2018-05-15 20:43:07, 1732 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა ახლადგახსნილი სასტუმრო „სტამბა“ დაათვალიერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ახლადგასხსილი სასტუმრო „სტამბა“ დაათვალიერა. თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სასტუმრო თავისი დიზაინითა და შინაარსით, დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესოა. „ჩვენს დედაქალაქში ბევრი კარგი სასტუმროა, თუმცა ასეთი გემოვნებით შექმნილი სასტუმრო ნამდვილად მისასალმებელია. ყველა პროექტი, რომელიც ამ ჯგუფის მიერაა განხორციელებული, წარმატებულია. ვისურვებდი, რომ მათ დედაქალაქში რაც შეიძლება ბევრი პროექტი განახორციელონ, რაშიც ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. სასტუმრო „სტამბა“ კომპანია „აჭარა ჯგუფის“ ბრენდს წარმოადგენს. სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაშია განთავსებული. ამ ეტაპზე, სასტუმროში 600 ადამიანია დასაქმებული. მისი სრულყოფილად ამუშავების შემდეგ, დასაქმებულთა რაოდენობა 750-მდე გაიზრდება, სტუმრებს კი, 150 ნომერი მოემსახურება. სასტუმროში განთავსებულია კაფე „სტამბა“, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ, ადგილობრივი ფერმერების აგროპროდუქტებისგან დამზადებული ქართული და ევროპული კერძები დააგემოვნონ. სასტუმროში ასევე, განთავსებულია კაზინო „ავიატორი“, ხოლო შენობის თავზე მოწყობილია საცურაო აუზი გამჭვირვალე ფსკერით. განახლებული შენობა თავის პირველად, ისტორიულ სახეს ინარჩუნებს. ისტორიული შენობის პირველადი ფასადის მსგავსად, შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც. სასტუმრო „სტამბა“ გამორჩეული ინტერიერით, Design Hotels-ის წევრი გახდა.
(NS)
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)