|
2018-05-15 15:29:25, 1471 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე განახლებული მოძრავი შემადგენლობები მოემსახურება
თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის წარმომადგენლებთან ერთად, ახალი ვაგონები დაათვალიერა და მოდერნიზაციის პროცესს გაეცნო. 15 მაისიდან, საბურთალოს ხაზზე, მოსახლეობას ორი, სამვაგონიანი განახლებული მოძრავი შემადგენლობა მოემსახურება. ვაგონები სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში განახლდა. კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, განახლებული ვაგონით მეტროსადგურ „დიდუბემდე“ იმგზავრა. „მეტროსადგურის ვაგონების ორი შემადგენლობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დასრულდა და ხაზზე გამოვიდა. მნიშვნელოვანია, რომ მათი რეაბილიტაცია საქართველოში ჩატარდა. ვაგონები თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქარხანაში, სადაც სამუშაოები ჩატარდა, 150 ადამიანია დასაქმებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს არის ახალი მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანა, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია და ახალი ვაგონების შესყიდვა, რომელთან დაკავშირებითაც, კომპანია „შტადლერთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განაცხადა თბილისის მერმა. მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა, რამაც დამატებითი სივრცე შექმნა. ასევე, კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით; შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები; სალონში ძველი სანათები ახალი, დიოდური სანათებით შეიცვალა; ვაგონებში დამონტაჟდა შიდა და გარე კამერები; მგზავრების კომფორტულად გადაადგილებისთვის, ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები; ძველი ტიპის მექანიკური დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესული სქემებით აღჭურვილი კვანძებით. მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2018 წელს დამატებით კიდევ რვა ვაგონს განაახლებს. მოდერნიზებული ვაგონების პრეზენტაციის პარალელურად, ქალაქის მერმა განსხვავებული დიზაინის სამგზავრო ბარათი წარადგინა, რომელიც დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა. კახა კალაძემ „მეტრომანის“ საიუბილეო ესკიზის კონკურსში გამარჯვებულ რეზო მელიქიშვილს საინტერესო დიზაინის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა. „მეტრომანის“ საიუბილეო ესკიზის კონკურსი თბილისის მერიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, 10 აპრილს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო. თბილისის მერის თქმით, ახალი ბარათების შეძენა მგზავრებს 15 მაისიდან წლის ბოლომდე შეეძლებათ. 23-დან 26 მაისის ჩათვლით კი, ბარათები მეტროსადგურების სალაროებში მგზავრებს უფასოდ გადაეცემათ. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე და საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე ისაკაძე იმყოფებოდნენ.
(NS)
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)