|
2018-05-15 11:55:00, 1420 ნახვა
კომენტარი
წიქარიშვილი: გახარიამ გვითხრა, რომ ვერ შეინარჩუნებდა მშვიდობიან კორდონს და შესაძლოა, დარბევა გამხდარიყო საჭირო
გახარიამ გვითხრა, რომ ის ვერ შეინარჩუნებდა მშვიდობიან კორდონს და შესაძლოა დარბევა გამხდარიყო საჭირო, – ამის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა და „ჩვენი თავისუფლებისთვის“ აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც წიქარიშვილმა აღნიშნა, მისთვის დარბეული კონტრაქცია საკმაოდ მძიმე სანახავი იქნებოდა. „ჩემთვის პირადად ეს საკმაოდ მძიმე სანახავი იქნებოდა. გარდა ამისა, ამ დარბევას შეიძლება კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება და ესკალაცია მოჰყოლოდა. ჩემთვის პირველი ამოცანა იყო ის, რომ დაგვეცვა როგორც ჩვენი აქციის მონაწილეების უსაფრთხოება, ასევე მე ვერანაირად ვერ ვიქნებოდი მათი დარბევის მომხრე, რადგან ჩვენი აქცია სწორედ დარბევის წინააღმდეგ დავიწყეთ. კონტრაქციის მონაწილე ადმიანების უმეტესობა შეცდომაშია შეყვანილი და მე მგონია, რომ მათთან კომუნიკაცია შესაძლებელია. მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და გული შემტკივა. გული შემტკივა იმ მოცემულობაზე, რომელშიც დღეს ეს ქვეყანა იმყოფება”, – განაცხადა ბექა წიქარიშილმა. წიქარიშვილი ასევე გამოეხმაურა ამავე გადაცემაში “ქართული მარშის” ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშიებით და აღნიშნა, რომ კომიკურია ის ფაქტი, რომ ბრეგაძის პოზიცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ რეფორმას ემთხვევა. საუბარია ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლას, ხოლო მომხმარებლების მიმართ ლიბერალურ მიდგომებსა და სერვისების მიწოდებას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)