|
2018-05-15 11:39:24, 1341 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინიციატივით, CIGRE-ს ეროვნული კომიტეტი ჩამოყალიბდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, საქართველოში ჩამოყალიბდა დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) ეროვნული კომიტეტი. კომიტეტში გაწევრიანდნენ სსე-ს, ენერგოტრანსისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭო არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1921 წელს, საფრანგეთში დაარსდა და აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით, ელექტროენერგეტიკის დარგში მოღვაწე გადამცემი სისტემის ოპერატორებს, მწარმოებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს. ასევე, ორგანიზაცია არის ამ სექტორში მიმდინარე პროგრესისა თუ არსებული გამოწვევების ერთ-ერთი მთავარი მკვლევარი და შემფასებელი. CIGRE-ს საქართველოს ეროვნული კომიტეტი მის წევრებს შესაძლებლობას აძლევს, გაწევრიანდნენ ორგანიზაციაში არსებულ კვლევით კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც იკვლევენ ელექტროენერგეტიკის დარგის 16 მიმართულებას, შესაბამისი დასკვნებიდან გამომდინარე, აყალიბებენ სტანდარტებს და სახავენ დარგის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრობით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შეძლებს აქტიურად ჩაერთოს ელექტროენერგეტიკის დარგში არსებული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შეფასების პროცესში და იმყოფებოდეს მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)