|
2018-05-15 10:21:17, 1416 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მერვე სხდომის ოქმს ხელი მოეწერა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ჟამშიდ ხოჯაევმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მერვე სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს. დოკუმენტში განისაზღვრა საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები ისეთ სექტორებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, კავშირგამბულობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვ. კომისიის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დაწყების თაობაზე. აღინიშნა, რომ უზბეკეთის მხარე აქტიურად იმუშავებს ამ მიმართულებით, რათა წლის ბოლომდე აღნიშნული საკითხი პოზიტიურად გადაწყდეს. ითქვა, რომ პირდაპირი ავია ფრენების დანიშვნა დადებითად იმოქმედებს თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში, აგრეთვე ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საქმიანი წრეების დაახლოების პროცესს. კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა სარკინიგზო და საავტომობილო ტვირთბრუნვის ზრდის პერსპექტივები, როგორც ქვეყნებს შორის, ასევე სატრანზიტო მიმართულებით. კომისიის სხდომის ფარგლებში, ასევე ხელი მოეწერა თანამშრომლობის დოკუმენტს საქართველოსა და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის. ორმხრივი მთავრობათაშორისო კომისიის სხდომა უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. დელეგაციამ, რომელსაც უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი ხელმძღვანელობდა, შეხვედრები გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, აგრეთვე გაეცნო თბილისის იუსტიციის სახლის მუშაობას. ხვალ უზბეკეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველო - უზბეკეთის ბიზნეს ფორუმში, რომელიც პირველად ტარდება. საქართველოს მხრიდან ფორუმში რამდენიმე ათეული მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი B2B ფორმატში ჩატარდება.
(NS)
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)