|
2018-05-14 17:08:34, 1421 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალ ხელმძღვანელად მიხეილ ხიდურელი წარადგინა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა. სააგენტოს ხელმძღვანელი კონკურსის შედეგად შეირჩა. მიხეილ ხიდურელს განათლება მიღებული აქვს ლონდონში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (University of Wales of Cardiff; London School of Commerce). იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და ყატარში. მას აქვს საკმაოდ დიდი შრომითი გამოცდილება ინვესტიციებთან, ექსპორტთან და მეწარმეობის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რაც, მის განათლებასთან და უნარ-ჩვევებთან ერთად მისი „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ხელმძღვანელად შერჩევის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა იყო. „ყველამ კარგად იცის, რა ძალისხმევას ხარჯავს საქართველოს მთავრობა საქართველოში ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის, საექსპორტო პროდუქციის შექმნასა და ახალი ბაზრების მოძიებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით, 2014 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტი „აწარმოე საქართველოში“, მოგვიანებით ამავე სახელწოდების სააგენტო ჩამოყალიბდა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, მხოლოდ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტის ნაწილში 5,313 პროექტია მხარდაჭერილი. გარდა ამისა, თანადაფინანსებულია 355 საწარმოს პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 870 მლნ ლარზე მეტია. მხოლოდ ამ საწარმოებში შეიქმნება 14 000- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. პირველმა ვიცე-პრემიერმა სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ „აწარმოე საქართველოში“ კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, დაემატოს ახალი და საინტერესო კომპონენტები. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, სააგენტომ მუდმივად უნდა იზრუნოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, ექსპორტის წახალისებაზე და ისეთი პროექტების შემუშავებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო და უფრო მეტი ინვესტიციები მოიზიდოს ჩვენს ქვეყანაში. სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, დღეს არის ისტორიული შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო გავამყაროთ საქართველოს, როგორც სამაგალითო რეფორმატორი ქვეყნის სტატუსი როგორც რეგიონში, ისე მსოფლიო დონეზე. „მიმაჩნია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მუშაობა პირდაპირ და ხელშესახებ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მეძლევა საშუალება ვუხელმძღვანელო სააგენტოს, რომელიც დაკომპლექტებულია ძალიან მაღალი დონის პროფესიონალებით, ვისთან ერთადაც, გუნდური მუშაობის პრინციპით, დასახული მიზნების მიღწევას შევძლებთ,“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი მუშაობას დღეიდან შეუდგება.
(NS)
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)