|
2018-05-14 15:59:55, 1552 ნახვა
საზოგადოება
შეხვედრა ცხოველთა დაავადებების და ლაბორატორიული სერვისის გაუმჯობესების საკითხებზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ცხოველთა დაავადებების კუთხით, ლაბორატორიული სერვისის გაუმჯობესების საკითხებს მიეძღვნა. სამუშაო შეხვედრა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი საგანმანათლებლო პროცესში და სამეცნიერო კვლევაში ლაბორატორიული ცხოველების მოვლისა და გამოყენების ობიექტური შეფასება იყო. სამუშაო ჯგუფში, რომელშიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სტრუქტურების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები შედიოდნენ, ქართული სტანდარტების ჩამოყალიბება-დანერგვის საკითხები განიხილეს და ამ სტანდარტების სამეცნიერო საზოგადოებასთან გაზიარების ეფექტურ მეთოდებზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრა „ცხოველთა გამოყენების და მოვლის ინსტიტუციური კომიტეტების სისტემის განვითარება საქართველოში: ფაქტები და გამოწვევები“, საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაცია „გალას“ , აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების, სამხრეთ კავკკასიის ოფისის (CDC) და აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით ჩატარდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)