17:11 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 15:17:24, 1136 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია 800 დევნილი ოჯახისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკითხს განიხილავს

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია სამეგრელოს რეგიონში „სოფლად სახლის“ შესყიდვის მოთხოვნით, 800 დევნილი ოჯახის განაცხადს განიხილავს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი კომისიის მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

მინისტრის განცხადებით,  „სოფლად სახლის“  პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.  სოფლად შესყიდულ სახლებს თან ახლავს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. 

„800 დევნილი ოჯახის განაცხადის განხილვა მიმდინარეობს ამ ეტაპზე და დაახლოებით 350-მდე დადებითი გადაწყვეტილება არის უკვე მიღებული. სახლების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს მიწის ნაკვეთი და დევნილები არა მხოლოდ მესაკუთრეები ხდებიან, არამედ უჩნდებათ შემოსავლის წყაროც.  მთლიანობაში, ბოლო 4 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 2000 დევნილ ოჯახს შევუსყიდეთ სოფლად სახლი და მათი დიდი ნაწილი დაახლოებით 900 სახლი სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

„სოფლად სახლის“ შესყიდვის მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და კომისია ყველა იმ დევნილი ოჯახის განსახლების საკითხს განიხილავს, რომლებსაც მინიმუმ 3,5 ქულა მიენიჭათ. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალეა და ღიაა ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის. 

იმ დევნილი ოჯახებისთვის კი, რომლებსაც სამინისტრომ  „სოფლად სახლი“ უკვე შეუსყიდა,  საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, USAID-თან ერთად,  ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, დევნილ ოჯახებს სასათბურე მეურნეობის დასაწყებად ან განსავითარებლად, 10 000 ლარის ფარგლებში, გრანტები გადაეცემათ.  შერჩევის პირველი ეტაპი უკვე გაიარა 22-მა დევნილმა ოჯახმა, რომლებიც შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.  დაფინანსებისას პრიორიტეტი  ე.წ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ დევნილებს მიენიჭებათ.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics