17:11 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 13:05:27, 1297 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ კონფერენციას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ კონფერენციას დაესწრო და ღონისძიების სხვა მონაწილეებთან ერთად ევროპულ არჩევანზე ისაუბრა.   

დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტების როლზე საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში. 

„ჩვენ უნდა გვქონდეს უფრო მჭიდრო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ის მიმართულება, საითკენაც ჩვენ მივდივართ. ჩვენ ვართ ევროპა, ჩვენი ხალხი არის ევროპული მსოფლმხედველობის. ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში და რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან დიდი შედეგი. თუნდაც ის, რომ დღეს თითოეულ ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა, ქართული პასპორტით იმოგზაუროს ევროპულ ქვეყნებში ყოველგვარი პრობლემების გარეშე, თუმცა, მხოლოდ ეს არ უნდა იყოს ის, საითაც მივდივართ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გახდეს დიდი ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენ გვაქვს საამაყო მრავალფეროვანი კულტურა, ტრადიციები, ჩვენი ისტორია, რითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იამაყოს და სწორედ ამიტომ არის ჩვენი ქვეყანა საინტერესო მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ მუნიციპალიტეტების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც რეფორმების თვალსაზრისით. ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და იცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა და დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელზეც ვმუშაობთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია და ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის მიმართულება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

კონფერენცია სახელწოდებით „ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თბილისის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics