|
2018-05-14 02:27:58, 1856 ნახვა
საზოგადოება
სამართალდამცველებმა კონტრაქციის მონაწილეებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის უფლება მისცეს
სამართალდამცველებმა კონტრაქციის მონაწილეები პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან შეუშვეს. ისინი სიტყვით გამოვიდნენ და ხვალ, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ აქცია-მსვლელობა დააანონსეს. აღსანიშნავია, რომ კონტრაქციის მონაწილეები ტერიტორიას უკვე ტოვებენ. რაც შეეხება აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებს, მათ ტერიტორია სამართალდამცველების დახმარებით დატოვეს. პარლამენტის შენობის ეზოში მათთვის პოლიციამ სპეციალური ავტობუსები განათავსა, რომლითაც ისინი ტერიტორიიდან გაიყვანა. მანამდე კონტრაქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას რამდენჯერმე შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, ისინი სამართალდამცველებს ქვებს, ბოთლებს და სხავადასხვა საგნებს ესროდნენ, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაშავდა. გარდა ამისა, პოლიციამ კონტრაქციის 20-მდე მონაწილე დააკავა. ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას სპეც დანიშნულების რაზმი და პოლიციის თანამშრომლების ნაწილიც ტოვებს, ვინაიდან ადგილზე დაპირისპირების საფრთხე აღარ არსებობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)