16:22 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 23:27:17, 1884 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მონაწილეთა ნაკადი არ წყდება

პარლამენტის შენობასთან, აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება.

აქციის ახალი მონაწილეების პარლამენტის შენობასთან უსაფრთხოდ გადაყვანას სამართალდამცველები და სპეცრაზმი უზრუნველყოფს.

აქციას ბოლო ერთ საათში სამასამდე ადამიანი შეუერთდა. ისინი ამ დროისთვის შს მინისტრის და აქციის ორაგნიზატორების შეხვედრის დასრულებას ელოდებიან, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდება, მოხერხდა თუ არა მოლაპარაკება მათ შორის. გახარია ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა და განაცხადა, რომ მზად არის აქციის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, აქციის ორგანიზატორების კითხვებს უპასუხოს.

ამასთან, აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე ათასობით პოლიციელი და სპეცრაზმის წარმომადგენელია მობილიზებული, რადგან თავისუფლების მოედნის მხრიდან და ასევე ქაშვეთის ეკლესიის მხრიდან კონტრაქციის მონაწილეები იმყოფებიან და 9 პერიოდულად პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. ტერიტორიაზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანები, რომლითაც, საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics