12:03 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 22:41:45, 1330 ნახვა

კომენტარი
შს მინისტრი: მიეცით საშუალება პოლიციას, შეასრულონ თავისი მოვალეობები და დაიცვან უსაფრთხოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს თხოვა, პოლიციას საშუალება მისცენ, თავიანთი მოვალეობა შეასრულონ.

როგორც მინისტრმა „იმედის“ ეთერში აღნიშნა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდის დაცვაა.

„მე მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც შეკრებილი არიან პარლამენტის წინ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს და გუშინ პოლიცია აკეთებდა და აკეთებს მაქსიმუმს რათა დაიცვას უსაფრთხოება და გამოხატვის უფლება ჩვენი თანამოქალაქეების.  ჩვენ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის როგორც გამოხატვის უფლება, ასევე უსაფრთხოება. ამიტომ მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შეკრებილია პარლამენტის წინ და ვთხოვო მათ, მიეცით საშუალება პოლიციას შეასრულონ თავისი უფლებამოსილება“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორებს ხვდება და კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე მათ კითხვებს პასუხობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
„ეს სასარგებლო იქნება“: ტრამპს პუტინის ნახვა აშშ-ში G20-ის სამიტზე სურს
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics