04:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 18:55:55, 772 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, გახსნის ცერემონიალს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრები, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გიუმრუქჩუ, თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქან, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი მუსტაფა ქორქმაზი დაესწრო.

„განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე ზრუნვა, მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია და ადაპტირებული გარემოს შექმნა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ამ კუთხით მუშაობა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ, იდეის განხორციელებაში ჩვენი მეგობრები დაგვეხმარნენ. მოგეხენებათ, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი „თანა“ სახელმწიფო პროგრამებს ნაქირავებ ფართში ახორციელებდა, სადაც შშმ პირებისათვის არ იყო შექმნილი სათანადო გარემო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ცენტრს 10-წლიანი უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა ყოფილი ბავშვთა სახლის ეს შენობა. 2013 წელს კი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ დაიწყო შენობის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები, ერთი წლის თავზე დასრულდა ცენტრის სრული აღჭურვა. მიხარია, რომ ჩვენ ერთად შევძელით და შევქმენით კეთილმოწყობილი გარემო, სადაც აჭარაში მცხოვრები 150-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მთელ დღეს ატარებს“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის ნუმან ქურთულუშის და „თიკა“-ს პრეზიდენტის სერდარ ჩემის პირდაპირი ჩართვა-მისალმება ორდუდან.

2013 წელს, ქ. ბათუმის შშმ პირთა ცენტრის რესარემონტო-აღდგენითი სამუშაოები და სრული აღჭურვა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო „თიკა-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისმა. ცენტრის შენობა (ყოფილი მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი) აჭარის მთავრობამ საზოგადოება „თანა“-ს 10 წლიანი უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა.

„თანა“ ცენტრში ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს შშმ პირებისათვის, რაც გულისხმობს მათ ინკლუზიურ განათლებას, დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. ამჟამად ცენტრში რეაბილიტაციის კურსს გადის 150-მდე შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პირი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics