08:52 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 19:21:23, 1470 ნახვა

სამართალი
ქაშვეთის ეკლესიასთან სამართალდამცველებმა გიორგი გაბედავა დააკავეს

ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, უფლებადამცველი გიორგი გაბედავა და კიდევ რამდენიმე პირი სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

მათ 9 აპრილის მემორიალთან მისვლა უნდოდათ, თუმცა, ვინაიდან ადგილზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა, ინციდენტის პრევენციის მიზნით, მათ ამის საშუალება არ მისცეს.

აღნიშნულს მოჰყვა სიტყვიერ დაპირისპირება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა გიორგი გაბედავა დააკავეს.

გაბედავას დაკავების გამო, მასთან ერთად მყოფმა კონტრაქციის წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს: „ეს უსამართლობაა, ჩვენ ვითხოვთ 9 აპრილის მემორიალთან მისვლას და ამის უფლებას არ გვაძლევენ. თუ გაბედავა დააკავეს, ჩვენც უნდა დაგვაკავოთ. მივალთ იმ სამმართველოსთან, სადაც მას გადაიყვანენ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ამ დროისთვის ისინი ქაშვეთის ეკლესიასთან აღარ იმყოფებიან.

ადგილზე ვითარება დაძაბულია. პარლამენტის წინ აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობს, ხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე „საქართველოს ეროვნული ერთობა“ კონტრაქციას მართავს. სამართალდამცველებს ცოცხალი კორდონები აქვთ გაკეთებული, რათა საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics