14:20 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 19:04:15, 1306 ნახვა

საზოგადოება
ორგანიზატორები პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, პროვოკაციებს არ აჰყვნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები მხარდამჭერებს მოუწოდებენ, კონტრაქციაში მონაწილე პირების პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, აქცია მშვიდობიან ფორმატში უნდა წარიმართოს.

„ეს არის მშვიდობიანი აქცია და ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს დავუპირისპირდეთ. გუშინ სამწუხაროდ მოქალაქეების საკმაოდ დიდმა ნაწილმა გამოთქვა თავისი აზრი „ფეისბუქის“ მეშვეობით და ეს აზრი იყო მცდარი. მათ ეგონათ, რომ აქ მდგარი ახალგაზრდობა და მოქალაქეები სცემენ თავყანს ნარკოტიკებს, იცავენ ე.წ. ბარიგებს და ცდილობენ, მოხდეს ნარკოტიკების თავისუფლად მოხმარება, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ ვერ გაგვიგეს ან არ გაგვიგეს. ჩვენ ვცემთ თაყვანს თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს და ვებრძვით უსამართლობას. ვებრძვით ფაშიზმს, ყველანაირ ფობიას და გვინდა, რომ ჩვენი პროტესტი სწორად გაიგოთ. მოვუწოდებ ყველა ასაკის ადამიანს, აქ მოვიდეს და შემოგვიერთდეს უსმართლობასთან ბრძოლაში“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციაზე პერმანენტულად სხვადასხვა მოქალაქეები მიდიან და აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ დაიშალონ. ამ წუთებში აქცია კონცერტის ფორმატში მიმდინარეობს.

ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი უკვე მეორე დღეა, 12 მაისს კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. მათი მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის და პრემიერის გადადგომაა.

უსაფრთხოებას სამართალდამცველები იცავენ. მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, რაც განპირობებულია იმით, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობა“ კონტრაქციას მართავს. ასევე, ქაშვეთის ეკლესიასთან გიორგი გაბედავა და „ქართული მარშის“ წევრები იმყოფებიან.

გარდა ამისა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს ავტობუსებია განთავსებული, სადაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრების იმყოფებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics