16:29 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 14:34:51, 1866 ნახვა

საზოგადოება
მსახიობი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა

83 წლის ასაკში საქართველოს დამსახურებული არტისტი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტი, ოჯახის ახლობლებმა დაადასტურეს. როგორც ცნობილია მსახიობი თავს შეუძლოდ გრძნობდა.

ბაადურ წულაძე დაიბადა ბათუმში 1935 წლის 5 მარტს. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ა. დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით, სადიპლომო ნამუშევარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ჯილდო“.

პირველად როგორც მსახიობი გამოჩნდა მიშა კობახიძის ფილმში „ქორწილი“. 1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970). დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი „კინოშოკი“, ანაპა (2005) — ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „თბილისი-თბილისი“. 1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია ქართულ ფილმში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics