|
2018-05-12 19:28:59, 1554 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - ვიდეო
პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ინციდენტი მოხდა. მოქალაქემ, რომელიც აქციის მონაწილე არ იყო, ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს და აქციის ორგანიზატორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, პროვოკაციებს არ აყვნენ: „ეს არის პროვოკატორი და გთხოვთ არ აყვეთ. ხელი მას არ უნდა დაედოს. ეს არის მშვიდობიანი აქცია. ყველამ უნდა ნახოს, რომ ჩვენ ხალხს ფიზიკურად არ ვუპირისპირდებით. ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, დაგვიცვან მსგავსი პროვოკაციებისგან და აკონტროლონ სიტუაცია“, - მიმართა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ადგილზე შეკრებილებს. მოქალაქე აქციის ორგანიზატორებმა მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს. ადგილზე ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია. საპროტესტო აქცია კონცერტით გრძელდება. ცნობისთვის, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)