|
2018-05-12 16:42:45, 1104 ნახვა
კომენტარი
ხუხაშვილი: ჯობს ასეთი ოპერაციები ვიხილოთ ბოროტების სათავეში ანუ საიდანაც მოაქვთ ნარკოტიკები ბასიანის კარებამდე
ესპერტის გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ნარკორეალიზაციას უნდა ებრძოლოს, თუმცა მთავარია ამას რა ფორმებით გააკეთებს. როგორც ხუხაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ნარკორეალიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარება საკმარისი არ არის. მანვე დასძინა, რომ ხელისუფლებამ პრობლემის აღმოსაფხვრელად უნდა დაადგინოს, თუ საიდან ხვდება ნარკოტიკები კლუბების ტერიტორიაზე. "პრობლემა არის საკმაოდ მასშტაბური და შემაშფოთებელი. ის, რომ სახელმწიფო ნარკორეალიზაციის პრობლემას უნდა ებრძოდეს აქ ორი აზრი არ არის. თუმცა ყველა ვთანხმდებით იმაზე, თუ რა ფორმებით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. რაღაც ოპერაციის ჩატარება სავსებით შესაძლებელი იყო და ასეთი ოპერაციები ტარდება. მთავარი პრობლემა არის - იყო თუ არა პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტება. ეს უნდა იქნას შესწავლი და თუ იყო ასეთი კანონდარღვევა შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული. ჩვენ ისე არ უნდა გამოგვივიდეს, რომ ნაბან წყალს ბავშვი გადავაყოლოთ. ფაქტია, რომ ნარკორეალიზაცია არის უბედურება და ამას სჭირდება აღმოფხვრა. სხვა საკითხია რამდენად არის ამ პრობლემის თავი იქ სადაც ეს მოხდა. უფრო მგონია, რომ პრობლემის თავი არის საბითუმო ვაჭრობაში - ანუ საიდანღაც ბასიანამდე ეს ნარკოტიკები მიდის. როდესაც ბასიანში ასეთი ოპერაცია ტარდება, მირჩევნია ასეთი ოპერაციები ვიხილოთ ბოროტების სათავეში ანუ საიდანაც მოაქვთ ეს ნარკოტიკები ბასიანის კარებამდე. ამ მიმართულებით თუ იქნება ხელისუფლების აქტიურობა ბევრად უფრო დამაჯერებელი იქნება ეს ბრძოლა. ამასთან, ის რაც მოხდა გუშინ არამგონია, რომ სახელმწიფოებრივ კრიზისამდე უნდა მივიტანოთ ეს ყველაფერი", - განაცხადა ხუხაშვილმა. ექსპერტის თქმით, დღევანდელ საპროტესტო აქციის მთავარი მამოძრავებელი უნდა იყოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და არა ნარკოტიკების ლიბერალიზაცია. "თუ ვინმემ ძალას გადაამეტა, ის უნდა დაისაჯოს და ამით მორჩეს ეს საკითხი. იმის მტკიცება, რომ რასაც შსს აქვეყნებს ყველაფერი ფალსიფიცირებულია და იქ ტკბილი მურაბაა და ყველა ანგელოზები არიან, არადამაჯერებელია. ზოგი თხისკენ და ზოგი მგლისკენ - ისე ნუ მოვიქცევით, რომ ნარკორეალიზაციისთვის ბრძოლა და ნარკოლიბერალიზაცია გავხადოთ სახელმწიფოს მშენებლობის მთავარ საკითხად. ასეთ აბსურდამდე მიდის ყველაფერი. სამოქალაქო პროტესტს სწორედ ეს მიმართულება მიეცა, მაშინ როდესაც ბევრად უფრო მეტი პრობლემებია და ბევრად უფრო სერიოზული პრეტენზიები შეიძლება იქნეს ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული. როდესაც პრემიერის გადადგომას ითხოვენ ასეთი ფაქტების გამო და არ ითხოვენ უფრო სერიოზული პრეტენზიების შემთხვევაში, ეს ჩემზე მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. სპეცოპერაცია იყო უხარისხოდ ჩატარებული და აქციას არავინ უკრძალავთ. პრინციპში ეს სწორი მოთხოვნაა და ეს საქმე უნდა იქნას გამოძიებული. ეს სავსებით ჯანსაღი პროცესია, თუმცა ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ ამ პროტესტმა მიიღოს სხვა ტიპის ფორმები. მაგალითად, "თეთრი ხაურის მოძრაობა", რომელიც ამ პროტესტის ლიდერია, მუდმივად ნარკოლიბერალიზაციას ითხოვენ, ამიტომ ამ ორი თემის გამიჯნა რთულია. თუ ითხოვენ ძალის გადამეტების გამო ვინმეს დასჯას ეს სწორი მოთხოვნაა, მაგრამ ამ თემას თუ კიდევ სხვა თემებს მიაყოლებენ - ეს უკვე არასწორია", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ხელისუფლების როლია, საზოგადოებაში არ გაჩნდეს განცდა, თითქოს ძალაუფლების გადამეტება ხდება.
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)