15:42 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 14:45:46, 1274 ნახვა

საზოგადოება
„რესპუბლიკელები“: ივანიშვილის დაბრუნება გამოიხატა მისი პირადი მინისტრის მიერ „მკაცრი ხელის“ პოლიტიკის გამოვლენით

სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოდანაშუალის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით ჩატარებული სპეცოპერაცია წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების დაშინების, სახელისუფლებო ძალის დემონსტირების და პრობლემასთან ბრძოლის სრულიად არაადეკვატურ ფორმას, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც პარტიაში აცხადებენ, გამოცდილებამ აჩვენა, რომ სასტიკი და მკაცრი მეთოდებით ბრძოლა პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს.

„ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია გადაიდგას კონკრეტული და ეფექტიანი ნაბიჯები ნარკოტიკების გავრცელებისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, განსაკუთრებით უკანასკნეკლ პერიოდში მომხდარი ფაქტების ფონზე. თუმცა, რეალურად ჩვენ ვხედავთ არა პრობლემის გადაჭრის მცდელობას, არამედ ღამის კლუბებისგან ერთგვარი მტრის ხატის შექმნისა და მათი გარყვნილების ბუდედ წარმოჩენის მიზანმიმრათულ მცდლობებს. ეს იმ დროს, როდესაც სამართალდამცავების რეპრესიები ეხება ძირითადად მომხმარებლებს და გამსაღებელთა დაბალ რგოლს, ხოლო  ნარკორეალიზატორები და მათი სავარაუდო მფარველები, კვლავ, ხელშეუხებელი არიან.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია სასიცოცხლო საკითხია, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ სასტიკი და მკაცრი მეთოდებით ბრძოლა პრობლემას კი არ აგვარებს, პირიქით - აღრმავებს, რადგან მოქმედება გადადის ფარდის მიღმა, მიწიშქვეშეთში. ნარკოტიკებზე მოთხოვნა არ მცირდება და ხოლო ხელისუფლების მსგავსი მიდგომის გამო იზრდება ფატალური შედეგების რიცხვი. ცალსახად დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გამოიხატა მისი პირადი მინისტრის, გიორგი გახარიას, მიერ “მკაცრი ხელის” პოლიტიკის გამოვლენით. ხელისუფლების უსამართლო მეთოდები კი გარდაუვლად იწვევს საქართველოს საზოგადოების ადეკვატურ საპასუხო რეაქციას და სრულდება ხელისუფლების მარცხით.

და ბოლოს, თბილისი არის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი მიმზიდველი ქალაქი თანამედროვე კლუბური ცხოვრებით, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. სპეცოპერაციის მეთოდებით ხელისუფლებამ მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენ საერთაშორისო იმიჯს.

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ფუნქციაა იზრუნოს თითოეულ ადამიანზე, მათ შორის მომხმარებელზე! ამ მიზნით მან სადამსჯელო ღონისძიებების სახით სპეცოპერაციების ჩატარების ნაცვლად, უნდა შეიმუშაოს ჰუმანური, მწყობრი ნარკოპოლიტიკა, რომლის მიზანი იქნება პრობლემის რეგულირება, ნარკორეალიზატორების და მათი მფარველების დაკავება“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics