12:05 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 14:33:15, 1389 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ჩვენც გვქონდა შეცდომები, მაგრამ ასეთი სისულელე თავში არავის მოსვლია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღმის კლუბებეში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა.

როგორც სააკაშვილის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მომხდარს ნარკოტიკებთან ბრძოლასთან საერთო არაფერი აქვს.

„კლუბებზე თავდასხმას ყველაზე დატვირთულ დროს და ხალხმრავალ ვითარებაში, არაფერი აქვს საერთო ნარკოტიკებთან ბრძოლასთან - ეს იყო წმინდა წყლის დამაშინებელი აქცია.

ნარკოტიკებთან ბრძოლა თუ გინდა, ცნობილია ყველა მსხვილი ბარიგის ვინაობაც და მისამართიც.ასევე,შემოტანის არხები.მაგრამ,ამ ყველაფერს ვერ ეხებიან ,რადგან არსებობს მფარველები და მფარველობენ უმაღლეს დონეზე. ამიტომ პოლიციას უბრძანეს, რეალური წყაროების ნაცვლად, წმინდა რუსული სტილის დემონსტრირებით შემოიფარგლოს.

ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ჩვენც გვქონდა შეცდომები, მაგრამ ამ შეცდომების პირობებშიც კი, ასეთი სისულელე არავის მოსვლია თავში.

გასამკაცრებელია საზღვრის კონტროლი. მომხმარებლების დევნის ნაცვლად,დაკავდნენ მსხვილი გამსაღებლებით.ასევე საჭიროა,გონივრული საინფორმაციო კამპანია,რათა ახალგაზრდებს ავუხსნათ,თუ რა რისკის შემცველია ნარკოდამოკიდებულება,მათი სიცოცხლისთვის“, - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც შსს-ს ცნობით, 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შემდეგ, კლუბებში მყოფმა პირებმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც სამინისტროს ცნობით, 20 პირი დააკავეს. თუმცა „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ცნობით, აქციაზე 60-მდე პირის დაკავება მოხდა. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი ამ დროისთვის გათავისუფლებულია.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
„ეს სასარგებლო იქნება“: ტრამპს პუტინის ნახვა აშშ-ში G20-ის სამიტზე სურს
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics