15:42 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 13:55:39, 1319 ნახვა

საზოგადოება
„მოემზადეთ პერმანენტული აქციებისთვის - „თეთრი ხამურის მოძრაობა“ პრემიერის და შს მინისტრის გადადგომას ითხოვს

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპეორაციის გამო, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს.

როგორც მოძრაობის ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, აქცია, რომელიც დღეს 15:00 საათზეა დაგეგმილი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ დამთავრდება.

„გუშინდელი დღე იყო დადასტურება, რომ საქმე გვაქვს წინასწარ მომზადებულ შეთქუმელასთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მათ მოწამლეს ადამიანები, გაიმეტეს სასიკვდილოდ, გაიმეტეს იმისთვის, რათა მოემზადებინათ ნიადაგი გუშინდელი თორმეტი მაისის სისხლიანი შავი პარასკევისთვის. ღამისთვის, რომელმაც ფაქტიურად კიდევ ერთხელ ცადა ხელისუფლებამ ეჩვენებინა, რომ ამ ქვეყანაში ძალა უფლება ეკუთვნით მათ და არა ხალხს. ჩვენ დღეიდან საზოგადოებრივი ჯგუფები ვიწყებთ პრინციპულ ბრძოლას, რათა დავანახოთ ხელისუფლებას, რათა ძალაუფლება გვეკუთვნის ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოებას. ძალაუფლება გვეკუთვნის ხალხს და არა სკამებზე მომსხდარ ჩინოვნიკებს, მარიუონეტულ რეჟიმებს და სამარცხვინო პოლიტიკოსებს, რომლებიც ბოლო პერიოდია მხოლოდ იმით არიან დაკავებულნი , რომ მოახდინონ საღი აზრის დისკრედიტაცია და მოახდინონ იმ ადამიანების დისკრედიტაცია  რომლებთაც აქვთ რომლებთაც აქვთ წარმოდგენა ამ  ქვეყნის ჯანსაღ მომავალზე, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნის ჯანსაღი მომავლისთვის. პირდაპირ ვადანაშაულებ მათ სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხალხის წინააღმდეგ ღალატში.

მე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ მოემზადონ პერმანენტული აქციისთვის, დღევანდელი აქცია არ დამთავრდება დღეს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები რომლებთა შეუსრულებლობის შემთხვევაში არ დავტოვებთ პროტესტის ადგილს.

ჩვენი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, უპირობოდ გადადგეს საკუთარი ხალხზე მოძალადე შინაგა საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია,დაისაჯოს თორმეტი მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი,  მმართველ ძალაში ჯერ კიდევ ხალხის მხარეს მდგომ პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ მცდარ კურსს, რადგან ჩვენ ვაყენებთ ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს", - განაცხადა მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წევრმა ბექა წიქარიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics