04:04 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 19:47:44, 2285 ნახვა

ეკონომიკა
Cannes Lions 2018-ის საქართველოს ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი დაიწყო

თბილისის ტექნოპარკში სარეკლამო სფეროს ყველაზე მასშტაბური ფესტივალი - Cannes Lions 2018-ის ადგილობრივი ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი Young Lions Georgia დაიწყო. კონკურსი სამი დღის განმავლობაში, 11, 12 და 13 მაისს გაგრძელდება.

Young Lions Georgia საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება, მონაწილეების რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება. 2018 წლის ახალგაზრდულ კონკურსში 168 გუნდი იასპარეზებს, რაც ამ დროისთვის რეკორდული რაოდენობაა.

შესარჩევი კონკურსი უკვე მეორე წელია ხუთ კატეგორიაში მიმდინარეობს: PRINT, DESIGN, CYBER, FILM და MARKETERS. თითოეულ კატეგორიას აფასებენ ჟიურის პროფესიონალი წევრები სხვადასხვა ქვეყნიდან. ამასთან, წელს ყველაზე მეტი 40-40 გუნდი დარეგისტრირდა ციფრული კამპანიისა და ბეჭდური მედიის გატეგორიებში, 34 ახალგაზრდა მარკეტერებში, 28 - ვიდეო რეკლამის, ხოლო 26 დიზაინის კატეგორიაში.

თითოეული კატეგორიის გამარჯვებული გუნდი ორგანიზატორების დაფინანსებით გაემგზავრება საფრანგეთში, კანის კრეატიულ ფესტივალზე და საქართველოს სახელით შეებრძოლება მსოფლიოს სხვა საუკეთესო მეტოქეებს ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოსთვის.

მომდევნო 3 წლის განმავლობაში, კანის ფესტივალის წარმომადგენლობის მხარდამჭერი იქნება თიბისი, ხოლო 2018 წლის კონკურსს შემოუერთდნენ Socar Georgia Petroleum და თბილისის მერია. მედია პხარდამჭერია Marketer.ge.

კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიოს სარეკლამო სფეროში, რომელიც 1954 წელს იღებს სათავეს და ყოველწლიურად ქალაქ კანში იმართება. ფესტივალის სიმბოლოა ლომი. ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ლომების მოსაპოვებლად მთელი მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის პროფესიონალები იბრძვიან. კანის ლომის ფლობა განსაკუთრებულ სტატუსს სძენს ფლობელს. ახალგაზრდა ლომების კონკურსი კანის ფესტივალის ერთ-ერთი ნაწილია. აქ სფეროს ამომავალი ვარსკვლავები უმტკიცებენ ერთმანეთს თავიანთ სიძლიერეს სხვადასხვა მიმართულებაში.

http://www.canneslions.ge

https://www.facebook.com/canneslionsgeorgia/

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics