23:04 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 19:41:11, 1958 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ვფიქრობ, ახალი პოლიტსაბჭო ბევრად უფრო აქტიური იქნება, ვიდრე წინა

ვფიქრობ, რომ პოლიტიკური საბჭო, რომელიც დამტკიცდა, იქნება ბევრად უფრო აქტიური,  ვიდრე წინა საბჭოს საქმიანობა იყო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილის განცხადებით,  შენიშვნები არავის მიუღია და ახალი ფორმატი არავის დაუტოვებს განცდას, რომ მათი სათქმელი მოსმენილი არ იქნება.

„ვფიქრობ რომ  ეფექტური მუშაობა პოლიტიკურ საბჭოში  ჩვენ სესაძლებლობას მოგვცემს, რომ ნებისმიერი საკითხი გარკვეული აზრთა სახვადასხვაობის ან დაპირისპირების საკითხი არ გახდეს. განვიხილოთ გადავწყვიტოთ, სწორედ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში და შესაბამისად, არ დავტოვოთ საბაბი იმისთვის რომ კოლეგებს ქონდეთ გარკვეული უსიამოვნო გრძნობები გარკვეული წუხილები და შესაბამისად ეს ფორმატი და მისი აქტიური ჩართულობა მოგვეხმარება აი ამ წინააღმდეგობების უფრო ეფექტურად გადალახვაში ან პრევენციაში. პოლიტიკურ პროცესში პარტიის თავჯდომარესა და პარტიის სხვა წევრებს შორის ასე არ ვთანამშრომლობთ,  ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ ისეთ თემებზე რომლებზე შეიძლება გვქონდეს განსხავებული მოსაზრება.  შენიშვნები არავის მიუღია. ყველამ მიიღო ის პირობა რომ მათი მოსაზრებები და წუხილები იქნებოდა უფრო აქტიურად განხილული სხვადასხვა ფორმატებში და შესაბამისად მეტი სივრცე იქნებოდა იმისთვის, რომ კოლეგებს, ან სხვადასხვა პირებს, რომლებიც პარრტიასთან არიან დაკავშირებულები, არ  ქონდეთ განცდა რომ მათი მოსაზრებები არ არი მოსმენილი ან გათვალისწინებული“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების” პარტიული ყრილობის შემდეგ, საზოგადოება განსაკუთრებულ საკადრო ცვლილებას არ უნდა ელოდოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics