22:00 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 17:40:07, 1413 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში

ჩვენ როგორც მმართველი ძალა, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე და ვთვლით, რომ პარტია, რომელიც უმრავლესობით არის წარმოდგენილი სახელმწიფოს მართვის ყველა რგოლში, საჭიროებს მეტ სიმტკიცეს და ახლებურ მიდგომას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” რიგით მეხუთე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პარტია „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია და ეს გზა მარტივი არ იყო.

„აუცილებელია, პარტია გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე, იმუშავებს სრული დატვირთვით და ორიენტირებული იქნება მუდმივ განვითარებაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების გათავლისწინებით. ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე, ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია. ჩვენი გუნდი მძიმე მემკვიდრეობას, დიდ გამოწვევებს შეეჭიდა და ბევრი პრობლემის გადაჭრა შეძლო. თუმცა, არავინ ფიქრობს, რომ ყველა სირთულე უკან მოვიტოვეთ და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში, რადგან ჩვენი ყოველი ნაბიჯი, მათთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას ემსახურება. პირადად ჩემი ყველა გადაწყვეტილება ემსახურებოდა და მოემსახურება საქართველოს წინსვლას. 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა გუნდმა, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის, ხოლო 2016 წლიდან ცემი მეთაურობით უმთავრეს პრიორიტეტად დავისახეთ ადამიანის ძირითადი უფლების დაცვა. სიტვისა და გამოხატვის, არცევანის თავისუფლება. სასამართლოსა და მედიის თავისუფლება. სიცოცხლისა და საკუტრების უფლება. დემოკრატიული საქართველოს ამ ამ ფუნდამენტური ღირებულებების განუხრელი დაცვა იყო და არის ჩვენი მმართველობის უმთავრესი მონაპოვარი“,- აღნიშნა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა, რადგან ის პარტიის ხელმღვანელობის შეთავაზებას დათანხმდა. 

„მივესალმები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე დაგვთანხმდა, უხელმძღვანელოს ჩვენს პარტიას, რისთვისაც მთელი „ქართული ოცნების“ სახელით მინდა მადლობა გადავუხადო.“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარტია „ქართული ოცნების“ რიგით მე-5 ყრილობა მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics