|
2018-05-11 15:15:31, 1452 ნახვა
სამართალი
საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ გავრცელდება
თუ საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში შესასვლელად ვალიდური დოკუმენტი არ აქვს, პოლიციელს მისი შეჩერების უფლება ექნება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც თალაკვაძემ პროექტის წარდგენისას აღნიშნა, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობასა და პირობების შექმნაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ გავრცელდება, თუმცა გავრცელდება საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანაზე. „ეს კანონი ჩვეულებრივი პროცედურით განიხილება. არანაირი აჩქარება არ იქნება. შესაბამისად ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ თითოეულ დეტალზე სიღრმისეული მსჯელობა გვქონდეს. საქართველოს საზღვარზე პოლიციელები აღიჭურვებიან იგივე ინსტრუმენტით, მექანიზმითა და უფლებებით, როგორიც ეს არის ევროკავშირშირში მესაზღვრე პოლიციელებისთვის, რაც შეეხება კრიტერიუმებს, თუ რის საფუძველზე უნდა შეეძლოს შეჩერება პოლიციელს შენგენის ზონაში წამსვლელი მოქალაქის, აქ უნდა გამოვრიცხოთ სუბიექტივიზმი და დისკრეცია უნდა იყოს აბსოლუტურად დაზუსტებული კანონმდებლობაში, თუ რის საფუძველზე ხდება ამ მექანიზმის გამოყენება. რა თქმა უნდა უკუძალა ამ ცვლილებებს ვერ ექნება და არ ექნება. გასაჩივრების მექანიზმი ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოს სახელით მირებულ გადაწყვეტილებებზე გარანტირებული აქვთ ჩვენ მოქალაქეებს. მე იურისტებტან ამაზე მექნება კონსულტაცია. თუ აქ დამატებითი რამე ჩანაწერი არის ამისთვის საჭირო რა თქმა უნდა ეს საქმეს არ გააფუჭებს“,- აღნიშნა თალაკვაძემ. უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენციისთვის პარლამენტში სპეციალურ კანონს მიიღებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, დღეს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)