2018-05-11 14:18:14, 1560 ნახვა
საზოგადოება
TI - გამოკითხულთა 30%-ის აცხადებს, რომ „არაფერი გვეშველება“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ „რამე გვეშველება“.
კერძოდ, კითხვაზე „გვეშველება თუ არა რამე?“, 59%-მა უპასუხა, რომ „გვეშველება“, 30%-ის აზრით „არ გვეშველება“, ხოლო 11%-მა არ იცის.
კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.
ავტორი: ,