|
2018-05-11 13:11:06, 1954 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის მსხვილი პორტისა და გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
პირველმა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ლიენიუნგანგის პორტისა და მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავის „კოსკო შიფინგის“ წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს მონაწილეობაზე „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის პროცესში. აღინიშნა ის დიდი ძალისხმევა, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიმართავს აღნიშნული გლობალური ინიციატივის ფარგლებში ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო - ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში გამოიხატება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ პროექტებზე, როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რკონოგზის მოდერნიზების პროექტი, რომელიც არსებული ტვირთბრუნვის გასამმაგების შესაძლებლობას იძლევა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გადასასვლელი და სხვა. შეხვედრაზე ჩინურმა მხარის წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს მათი კომპანიების გეგმებზე საქართველოში, ერთობლივ პროექტებზე, რომელთა მიზანსაც ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის ზრდა წარმოადგენს. აღინიშნა, რომ მხარეები განაგრძობენ თანამშრომლობას „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში შუა დერეფნის განვითარების კუთხით, რომელიც აღნიშნულ დერეფანში მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთბრუნვას ევროპასა და აზიას შორის. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და სხვა ოფიციალური პირები. (NS)
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)