15:41 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 10:58:45, 1529 ნახვა

საზოგადოება
ამერიკელი ღვინის პრფესიონალების ჯგუფი საქართველოში იმყოფება

ამერიკელი ღვინის პროფესიონალების 9-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფება. ჯგუფს ხელმძღვანელობს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,TastingWorks''-ის დამფუძნებელი, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი და მის შემადგენლობაში შედიან სომელიეები და ღვინის იმპორტიორები.

ვიზიტი თბილისში  დეგუსტაციით („Speed tasting") დაიწყო, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელ 30-მდე კომპანიას შესაძლებლობა მიეცა წარედგინა საკუთარი პროდუქცია და კონსულტაციები მიეღოთ სტუმრებისგან, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ღვინის ამერიკის ბაზარზე რეალიზაცია და დამკვიდრება. 

ლიზა გრანიკის თქმით, დეგუსტაციის შედეგად, ამერიკელ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქართული ღვინის ხარისხმა და მრავალფეროვნებამ მოახდინა.

„აქ ქართული ღვინის დიდი მრავალფეროვნება იყო  წარმოდგენილი,  სხვადასხვა მოსავლის, სტილისა და საქართველოს  სხვადასხვა ტერიტორიის ღვინოები. ხარისხი კი ყოველწლიურად სულ უფრო უმჯობესდება. ზოგიერთ სტუმარს ჰქონდა მცირე წარმოდგენა ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით, ისინი აღფრთოვანებულნი არიან ქართული ღვინის სტილის მრავალფეროვნებით" - აღნიშნა ლიზა გრანიკმა.

ტურის ფარგლებში სტუმრები ეწვევიან სულ 15 ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიას ქართლსა და კახეთში: „შატო მუხრანი", „ალაფიანი", „ლაგვინარი", „ბატონო", „ფაფარი ველი", „ორგო", „ჩუბინი ვაინსი", „ბაბანეურის მარანი", „საწნახელი", „მეღვინეობა ვაზიანი", „გიუაანი", „ნელქარისი", „თბილღვინო", „ვინე პონტო" და „მოსმიერი". ღვინის პროფესიონალები გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ, როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართულ ღვინოებს. ტურის ბოლოს, სტუმრები 12 მაისს მთაწმინდის პარკში დაესწრებიან ახალი ღვინის ფესტივალს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული მსგავსი აქტიობები, ხელს შეუწყობს  ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და ექსპორტის ზრდას აშშ-ს ბაზარზე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics