02:51 - 29 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 10:50:46, 1633 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა მაისში 61.4%-ით გაიზარდა

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მიმდინარე წლის 9 მაისის მდგომარეობით,  63 715 ათასი კვტ. სთ. შეადგინა.

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  საქართველოს მთავრობის მიზანია, ეს მონაცემები კიდევ გაიზარდოს და საქართველო ენერგეტიკული ჰაბი გახდეს.

„თურქეთთან უფრო ინტენსიური თანამშრომლობისკენ მივდივართ, რათა კიდევ უფრო მეტად მოხდეს ბაზრების ინტეგრირება", - აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა დღეის მდგომარეობით 61.4%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემს. ამჟამად თურქეთის მიმართულებით 324 მეგავატის მიწოდება ხდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 166 მგვტ. შეადგინა,  2016 წელს კი 99 მგვტ-ი. სულ, მიმდინარე წელს ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 125 021 ათასი კვტ. სთ, რაც 208,5 %-ით აღემატება 2017 წლის რაოდენობას.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული მატება განპირობებულია თურქეთის რესპუბლიკაში გაცემული ენერგიის რაოდენობის ზრდით, რამაც მიმდინარე წელს  50 261 ათასი კვტ.სთ. შეადგინა.

ამასთან, მაისში დაგეგმილია 238 195 ათასი კვტ. სთ. ელექტროენერგიის გაცემა, რაც 19,6%-ით აღემატება გასული წლის რაოდენობას (199 181 კვტ.სთ).

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ექსპორტის მოცულობის მატება საქართველოს თურქულ მხარესთან ინტენსიური მუშაობის შედეგია, ამ საკითხზე ორმხრივ ფორმატში შეხვედრები თებერვალსა და აპრილში გაიმართა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics