|
2018-05-10 20:24:38, 1671 ნახვა
საზოგადოება
რა ცვლილებები განხორციელდება საქართველოში უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უცხოელთა შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა განმარტა, კანონში ვლილებების შეტანის მიზანია, რომ ზოგიერთმა უცხოელმა საქართველოში არსებული სისტემა ბოროტად არ გამოიყენოს. წულუკიანმა კანონში შესატან ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას მოემსახურება. “რამდენიმე წლიანი დაკვირვების შედეგად გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ უცხოელთა შესახებ კანონში ცვლილებებია შესატანი, რათა ერთის მხრივ საქართველომ გააგრძელოს იმ უცხოელების, განსაკუთრებით კი ინვესტორების, ტურისტების, სტუდენტების მიღება, რომლებიც კანონს არ არღვევენ და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობენ - იღებენ განათლებას, ათვალიერებენ ქვეყანას და შინ ბრუნდებიან, და მეორეს მხრივ გამოვრიცხოთ, რომ ზოგიერთმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში არსებული სისტემა ბოროტად გამოიყენოს. კერძოდ, ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც მთავრობამ ერთსულოვნად გაიზიარა, უცხოელი, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს გაძევების პროცედურა, ვეღარ მოითხოვს ამ პროცედურის ფარგლებში ქვეყნის გასვლის გადავადებას, და ბინადრობის ნებართვის მოთხოვნას. ასევე, უცხოელი, რომელიც არის თავშესაფრის მაძიებელი და მასთან დაკავშირებით ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ამ პროცედურის მიმდინარეობისას, ვერ მოითხოვს ბინადრობის ნებართვას. თუ ის მიიღებს ლტოლვილის სტატუსს, მასზე გაიცემა ლტოლვილის საბუთი და ის კანონიერად დარჩება საქართველოში, ხოლო თუ ვერ მიიღებს ლტოლვილის სტატუსს, მხოლოდ ამის შემდეგ მას შეეძლება ზოგადი წესით მოითხოვოს ბინადრობის ნებართვა, მაგრამ არა მაშინ, როცა ის არის ამ სტატუსის მაძიებელი. ასევე, როდესაც უცხოელი მოითხოვს ქვეყნიდან გასვლის გადავადებას, და ეს გადავადება მას დაუკმაყოფილდება, ამ პერიოდში ის ვერ მოითხოვს ბინადრობის ნებართვას და ასევე უცხოელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება დროებით, ანუ ე.წ. C კატეგორიის ვიზის საფუძველზე, ვერ მოითხოვს ბინადრობის ნებართვას, გარდა როცა საქმე ეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლს ან ინვესტორს. დღევანდელი მდგომარეობით, უცხოელი რომელიც 6 წლის განმავლობაში დროებითი ბინადრობების საფუძველზე იმყოფება ჩვენს ქვეყანაში, მას 6 წლის თავზე შეუძლია მოითხოვოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ეს წესიც იცვლება, და 6 წლის ნაცვლად აუცილებელი იქნება 10 წლის კანონიერი ცხოვრება სასართველოს ტერიტორიაზე, იმისთვის, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვა მოითხოვოს უცხო ქვეყნის მოქალაქემ. და ასევე, ჩვენ უცხოელებს, ვისაც არ აქვს მუდმივად ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრების არც მიზანი, არც სურვილი, მაგალითად სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, სადაც სწავლა არის საკმაოდ ხანგრძლივი , მას აღარ ექნება ვალდებულება, როგორც დღეს არის კანონით, რომ 6 წლის შემდეგ მაინცდამაინც მოითხოვოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, მას შეეძლება , რომ 12 წლამდე მოითხოვოს დროებით იცხოვროს, 1, 2 წლით და მეტიც, რამდენიც მას სჭირება ბინადრობის ნებართვა, რადგან არიან სტუდენტები, ვინც მხოლოდ სწავლის მიზნით არის ჩვენს ტერიტორიაზე, და მის ინტერესში არ შედის გახდეს მუდმივი ბინადარი ჩვენი ქვეყნის. ამის შესაძლებლობას დღევანდელი კანონი მათ არ აძლევს, მათ მივცემთ დროებითი მიზნით ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების არა 6 წლიან არამედ 12 წლიან ვადას, ისე, რომ ის არ გახდება ჩვენი ქვეყნის მუდმივი ბინადარი. უცხოელი, დღევანდელი მგომარეობით, რომელიც შეიძენს უძრავ ქონებას, 35 000 დოლარის, მას შეუძლია მოითხოვოს 1 წლინი ბინადრობის ნებართვა, ეკონომიკის სამინისტროს იდეაა, რომ 35 000 დოლარი გაიზარდოს, თუ რა თანხაზე იქნება საუბარი, ამ ნორმას ჩამოვაყალიბებთ. მთავარია, ეს მუხლი მოემსახუროს იმ უცხოელებს, ვისაც მართლაც სურს, რომ მნიშვნელოვანი თანხა ჩადოს და დახარჯოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და არა მხოლოდ 35 000 დოლარი, როგორც დღევანდელი კანონით არის”, - აღნიშნა წულუკიანმა.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)