|
2018-05-10 16:10:48, 1414 ნახვა
კომენტარი
ქევხიშვილი ლიპარტელიანს: როცა კაპიტანი ხარ, არ შეიძლება პროვოცირებდე და ბიჭებს ამ გზაზე აყენებდე
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა, ეროვნული ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს მიმართა და სიტუაციის პროვოცირების შეწყვეტისკენ მოუწოდა. „ამ პროცესების მიმართ დგას რაღაცა ჯგუფები. გავიმეორებ, რომ ამ თემაზე დეტალური ჩაღრმავება მიზანშეწონილი არ არის, იქიდან გამომდინარე რომ მთავარი პრობლემა კიდევ სხვაა. შესაბამისად, მე პირველ რიგში ლიპარტელიანს მოვუწოდებ, როგორც გუნდის კაპიტანს, რომ ის მოიქცეს როგორც გუნდის კაპიტანი, რადგან როცა კაპიტანი ხარ, არ შეიძლება, პროვოცირებდე და ბიჭებს ამ გზაზე აყენებდე“, - განაცხადა ქევხიშვილმა. მისივე თქმით, იგი მზად არის ძიუდოისტებთან შეხვედრისთვის ნებისმიერ ფორმატში თუმცა დახურულ კარს მიღმა, რადგან არის საკითხები, რომელზე საუბარიც საჯაროდ არ შეიძლება. ქევხიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თუკი ყრილობა ან კომიტეტი ჩათვლის, რომ მის ქმედებაში იყო ხელშემშლელი მომენტები, მზადაა, თანამდებობა დატოვოს. „ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყრილობას. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა სტრუქტურას. ყველას თავისი კომპეტენცია აქვს თავის ნაწილში. მაგრამ, მე ყოველთვის აღვნიშნავდი რომ დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში არსებობენ ის თაობები, სადაც პოლიტიზირებული არ არიან ფედერაციები. შესაბამისად, მე ვალდებული ვარ ყრილობის წინაშე. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ყრილობა მე იმას დავემორჩილები. დანარჩენი ეს არის სარეკომენდაციო სახის, რომელიც შეუძლიათ თუნდაც შემდგომ ყრილობაზე, თუკი საჭირო იქნება, მობრძანდნენ და განაცხადონ. ეს არის წესი. ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ წესების ფორმატში მოქმედება და არა რომ მოუნდება რამდენიმე სპორტსმენს, გამოვიდეს და გადააბიჯოს ამას. სწორედ ამაზეა საუბარი თორემ თანამდებობას არავინ მისტირის, მიუხედავად იმისა თუ რა გაგვიკეთებია და რას ვაპირებთ მომავალში“,- განაცხადა ქევხიშვილმა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)