|
2018-05-10 15:16:37, 1562 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზასა“ და ჩინეთის „ლიენიუნგანგის“ პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს „საქართველოს რკინიგზასა“ და ჩინეთის ,,ლიენიუნგანგის“ პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ,,ლიენიუნგანგის“ პორტის პრეზიდენტმა, ჭუ სიანგიანგმა მოაწერეს. მემორანდუმი მხარეებს შორის ტვირთების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ტვირთების ჩინეთიდან საქართველოში, ასევე, საქართველოდან ევროპაში გადაზიდვას, ქვეყნებს შორის კომერციული ინფორმაციის გაცვლასა და ე.წ. ტრანსკასპიური დერეფნის გამოყენებაში თანამშრომლობას ითვალისწინებს. დღეს გამართული შეხვედრა იყო სამმხრივი, რომელშიც საქართველს რკინიგზა და ჩინური კომპანიები - ,,კოსკო“ და ,,ლიენიუნგანგის“ პორტის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ. ქართულმა და ჩინურმა მხარემ ერთმანეთს საკუთარი კომპანიების შესაძლებლობები გააცნეს და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ჩინურმა მხარემ დაადასტურა, რომ ,,შუა დერეფანი“ ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი დერეფანია, რომელიც მნიშვნელოვანია აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის.
(R)
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)