|
2018-05-10 13:24:01, 1402 ნახვა
კომენტარი
ლიპარტელიანი: პოლიტიკა არ გვმართავს, სუფთა ხელებით მოვედით - ნუ გაწირავენ ქართულ ძიუდოს
ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანია ფედერაციის პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. როგორც ლიპარტელიანმა ძიდუსო ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სპორტმენები ქევხიშვილისგან გონივრული გადაწყვეტილების მირებას ელოდებიან. მისივე თქმით, ყრილობაზე სპორტსმენები არ შეუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ დასწრების უფლება ჰქონდათ. ლიპარტელიანმა განმარტა, რომ დელეგატებმა მათი პოზიცია მოისმინეს, თუმცა კითხვებზე პასუხი არ გასცეს. "ადგილზე, რომ მივედით ვიცოდით, რომ დასწრების უფლება გვქონდა, თუმცა არ გვიშვებდნენ. ჩვენ ვეხვეწეთ და რამდეჯერმე თხოვნით მივმართეთ, რომ შევსულიყავით. ჩვენ არ გამოვდივართ პირადი ინტერესებიდან, ჩვენ გამოვდივართ ხალხის ინტერესებიდან. ეს ფედერაცია არ არის ერთი ადამიანის, ის არის ხალხის და ხალხის ფულით ფინანსდება. ჩვენ შევედით, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და ყველა იქ შეკრებილს ვთხოვეთ, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ. ქევხიშვილი უნდა გადადგეს და მის კაცურ საქციელს ველოდებით. ნუ გაწირავენ ქართულ ძიუდოს, ნუ მიიყვანენ სავალალო მდგომარეობამდე. ეს იყო ჩვენი თხოვნა, პასუხი არ მიგვიღია - გვითხრეს, რომ პასუხს ყრილობის ჩატარების შემდეგ გაგვცემენ. ვთხოვთ ყველას ვისაც ძიუდოზე გული შესტკივა და სიტყვის თქმა გეთქმით - ნუ დაგვღუპავთ და გულთან ახლოს მიიტანეთ ჩვენი პრობლემა. არანაირი ძალა ჩვენ არ გვმართავს, არანაირი პოლიტიკა არ გვმართავს - აქ სუფთა ხელებით მოვედით. დაუდექით ქართულ ძიუდოს გვერდში. სამომავლო გეგმებს ახლო მომავალში გაიგებთ", - განაცხადა ლიპარტელიანმა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)