02:43 - 29 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 11:44:21, 1403 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ მეთევზეობის თემაზე აგროფორუმი გამართა

„თიბისი ბანკის“ აგროფორუმები რეგიონებში  გრძელდება და კახეთიდან უკვე შიდა ქართლში,  განსხვავებული თემატიკით ინაცვლებს.

ამჯერად, ფორუმი გორში გაიმართა. დამწყებ  ფერმერებს და სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ,  თევზის მოვლა-მოშენების შესახებ უახლეს  ინფორმაციას გასცნობოდნენ და მათთვის საინტერსო კითხვებზე  დარგის ექსპერტებისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

ფორუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სოფლის განვითარების სამმართველოს უფროსი,  არჩილ ფარცვანია  და თიბისი ბანკის აგრობიზნესის განვითარების კოორდინატორი, შოთა გონგლაძე უძღვებოდნენ.

„ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა რეგიონი მოვიცვათ და ფერმერებს შესაძლებლობა მივცეთ, ეფექტურად მართონ თავიანთი მეურნეობა. დარგის სპეციალისტები, რომლებიც შეხვედრებს უძღვებიან, სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს უახლეს ინფორმაციას აწვდიან  და საქმიანობიდან გამომდინარე პრაქტიკულ რჩევებსაც აძლევენ, რაც ვფიქრობ, ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა," - ამბობს თიბისი ბანკის  აგრობიზნესის განვითარების კოორდინატორი, შოთა გონგლაძე.

გორის  შემდეგ თიბისი ბანკის აგროფორუმები უკვე  საქართველოს სხვა ქალაქებში გადაინაცვლებს. ფორუმებზე დასწრება თავისუფალია, შეხვედრების თემატიკა კი რეგიონების შესაბამისად შეიცვლება.

თიბისი ბანკი სოფლის მეურნეობის სექტორის განვითრების მხარდასაჭერად უკვე წლებია არაერთ პროექტს ახორციელებს.  ეს მხარდაჭერა მოიცავს ფერმერებისთვის როგორც აგროპროდუქტების შეთავაზებას, ისე ტრენინგებსა და კონსულტაციებს, რაც მათთვის  რჩევებისა და უახლესი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics