14:00 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 13:01:25, 1582 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ისკო დასენი რუმინეთის ავიაკომპანია „ტარომის" წარმომადგენელს და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და აეროპორტების გაერთიანების წევრებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარ თემას თბილისი-ბუქარესტის და ქუთაისი-ბუქარესტის პირდაპირი ავია ფრენების დაწყება და ტურიზმის ხელშეწყობის საკითხები წარმოადგენდა. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხები, ერთი თვის წინ, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის ბუქარესტში ვიზიტისას გადაწყდა.

„დღევანდელი შეხვედრა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაიგეგმა, როდესაც მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ბუქარესტში სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდით. რუმინეთის მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განვიხილეთ და ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად საქართველო-რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა გამოიკვეთა. დღეს შევხვდით რუმინეთის ავიაკომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც შეხვედრები უკვე გამართეს თურქული კომპანია „ტავის" და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებთან. ფაქტიურად ყველა დეტალი გადაწყვეტილია და პირდაპირი ავია ფრენების დაწყებას ივლისიდან ველოდებით", - განაცხადა პარლამენტის წევრმა ისკო დასენმა.

პარლამენტში გამართულ შეხვედრას რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რადუ-ლივიუ ჰორუმბა დაესწრო.​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics